ფრედ კასირიე - კავკასიის ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის ასისტენტ-პროფესორი და CSB-ის კვლევითი ცენტრის უმცროსი მკვლევარი.
აქვს 20 წელზე მეტი აკადემიური და საკონსულტაციო გამოცდილება ბიზნეს-ლიდერობის, სტრატეგიული ოპერაციების მართვისა და უმაღლესი განათლების ინოვაციების სფეროში. მისი სწავლებისა და კვლევის მიმართულებები მოიცავს: ორგანიზაციულ სტრატეგიას, მენეჯმენტს, დასაქმებადობის განვითარებას, ინდუსტრია–უნივერსიტეტის ურთიერთობებსა და მდგრად განვითარებას განვითარებად ბაზრებზე.
დოქტორ კასირიემ მიიღო მენეჯმენტის დოქტორის ხარისხი კავკასიის ბიზნესის სკოლაში.
