ბიოგრაფია

მირანდა ცინცქილაძე - კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი და CSB-ის კვლევითი ცენტრის უმცროსი მკვლევარი.

 

2023 წლიდან ასწავლის კავკასიის ბიზნესის სკოლაში შემდეგ სასწავლო კურსებს: ორგანიზაციული ქცევა, მენეჯმენტის საფუძვლები და სტრატეგიული მენეჯმენტი. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს კულტურულ განზომილებებს, ორგანიზაციულ კულტურას, მდგრად განვითარებას, ლიდერობის როლს მდგრადობაში და კულტურის გავლენას მდგრად პრაქტიკებზე.

 

მან მიიღო მენეჯმენტის დოქტორის ხარისხი კავკასიის ბიზნესის სკოლაში.