კავკასიის უნივერსიტეტი სამაგისტრო პროგრამებით დაინტერესებულ აპლიკანტებს, 2026-2027 აკადემიური წლისთვის გთავაზობთ შემდეგ სამაგისტრო პროგრამებს:
CU დაფინანსება
მაგისტრატურაზე სწავლის დაფინანსება შეგიძლიათ CU გრანტით, რომელიც სწავლის საფასურის 50%-ს ფარავს.
CU გრანტის მოპოვების ორი შესაძლებლობა არსებობს:
- თუ ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი;
- თუ საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დააგროვებთ შეჯამებული მაქსიმალური ქულის 65% და მეტს.
თუ ორი პირობიდან რომელიმეს აკმაყოფილებთ, შესაძლებლობა გექნებათ ჩაერთოთ საგრანტო კონკურსში და მოიპოვოთ 50%-იანი დაფინანსება.
CU გრანტის შენარჩუნების პირობები
1+1 მოდელის სამაგისტრო პროგრამები
- CU გრანტის შესანარჩუნებლად სტუდენტმა პროგრამის პირველი ნაწილი (ნაწილი 1) უნდა დაასრულოს ერთ აკადემიურ წელში.
- პროგრამის მეორე ნაწილზე (ნაწილი 2) სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, გრანტი შენარჩუნდება, თუ სტუდენტი სწავლას გააგრძელებს უწყვეტ რეჟიმში და პირველი ნაწილის (ნაწილი 1) GPA იქნება 3.8 ან მეტი.
- სტუდენტებს, რომლებიც პროგრამის პირველ ნაწილზე (ნაწილი 1) CU გრანტით არ სარგებლობდნენ, პროგრამის მეორე ნაწილზე (ნაწილი 2) 50%-იანი CU გრანტის მიღების შესაძლებლობა ექნებათ, თუ ნაწილი 1-ს ერთ აკადემიურ წელში დაასრულებენ და მათი GPA იქნება 3.8 ან მეტი.
2 წლიანი სამაგისტრო პროგრამები
მეორე აკადემიურ წელს CU გრანტის შესანარჩუნებლად სტუდენტმა სწავლების პირველი წელი უნდა დაასრულოს ერთ აკადემიურ წელში და ჰქონდეს GPA 3.8 ან მეტი.
სამაგისტრო პროგრამებით დაინტერესების შემთხვევაში, დარეგისტრირდით ბმულზე.
