გაინტერესებს Startupbootcamp Georgia-ს ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა?
Startupbootcamp ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო აქსელერატორია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ადრეული ეტაპის სტარტაპებს განვითარებაში, ბიზნესის ზრდასა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლაში ეხმარება. საქართველოში ორგანიზაცია Startupbootcamp Georgia-ს სახელით, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დაფინანსებით ახორციელებს ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამას.
პროექტი განკუთვნილია განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი ინოვაციური სტარტაპებისთვის და მიზნად ისახავს მათ მხარდაჭერას იდეის ვალიდაციიდან ბიზნესის ზრდასა და ინვესტიციების მოზიდვამდე.
ერთწლიანი აქსელერაციის პროგრამა სამ ეტაპს მოიცავს:
- I ეტაპი – 2-თვიანი ინტენსიური სწავლებისა და მენტორინგის პროგრამა, რომელიც სტარტაპებს იდეის დახვეწასა და ბიზნესის განვითარების საფუძვლების ჩამოყალიბებაში ეხმარება.
- II ეტაპი – 4-თვიანი ეტაპი, რომელიც ორიენტირებულია მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის (MVP) შექმნასა და განვითარებაზე. ამ ეტაპზე გადასული სტარტაპები პროდუქტის განვითარებისა და ბაზრის მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის უზრუნველსაყოფად 50,000 ლარის ოდენობის გრანტს მიიღებენ.
- III ეტაპი – 6-თვიანი ეტაპი, რომელიც ფოკუსირებულია გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაზე, საერთაშორისო ბაზრებზე გასვლასა და მომხმარებელთა ბაზის ზრდაზე. ამ ეტაპზე გადასული სტარტაპები ბიზნესის მასშტაბირებისა და ზრდის ხელშეწყობისთვის 150,000 ლარის ოდენობის გრანტს მიიღებენ.
გსურს გაიგო მეტი პროგრამის შესაძლებლობების, მონაწილეობის პირობებისა და განაცხადის პროცესის შესახებ?
შემოგვიერთდი საინფორმაციო შეხვედრაზე, სადაც პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას Sarah Grippay, Startupbootcamp Georgia-ს პროგრამის მენეჯერი, გაგიზიარებთ. შეხვედრის ფარგლებში შესაძლებლობა გექნება, მიიღო პასუხები შენთვის საინტერესო კითხვებზე და უკეთ გაეცნო პროგრამას.
- თარიღი: 18 ნოემბერი, 17:00
- ადგილმდებარეობა: კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა
- სამუშაო ენა: ინგლისური
შეხვედრაზე დასასწრებად გთხოვთ დარეგისტრირდეთ მოცემულ ბმულზე.
შემოგვიერთდი და გაიგე, რა შესაძლებლობებს სთავაზობს პროგრამა შენს სტარტაპს!
პროგრამა დაფინანსებულია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ და ხორციელდება Startupbootcamp Georgia-ს ორგანიზებით.
შეხვედრა ორგანიზებულია კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის მიერ.
