კალიგრაფიის კონკურსი სტუდენტებისთვის - ჩემი ხელწერა

8 აპრილი 2021

პროექტი „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“ ქართული ენის დღეების ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, 8 აპრილს, 15:00 საათზე, სტუდენტებისთვის კალიგრაფიის კონკურსი - „ჩემი ხელწერა" ჩატარდება.

 

დასაწერად სტუდენტები აირჩევენ აფორიზმს, ფრაზას ან გამონათქვამს.

 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 6 აპრილი, ეწვიეთ ბმულს.

 

დროის ლიმიტი: 40 წუთი.

 

კომისიის თავმჯდომარე: პროფესორი ბუბა კუდავა

 

კომისიის წევრები: ბუბა ლეჟავა, ნუგზარ სხირტლაძე, დავით ნატროშვილი, მარიამ მანჯგალაძე, თათია ჩოკორაია, ვიდას კავალიაუსკასი (ლიეტუვის ენისა და კულტურის ცენტრი), თინათინ მარგალიტაძე (ილიაუნი) ეკა ჩიკვაიძე, ნინო პოპიაშვილი.

 

ღონისძიების მხარდამჭერები არიან:

 

• სახელმწიფო ენის დეპარტამენტი

• საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

• საქართველოს საელჩო ლიეტუვაში

• ლიეტუვის პარლამენტის საქართველოს მეგობართა ჯგუფი

 

მოთხოვნები:

 

  • მოცემული ფრაზებიდან თუ გამონათქვამებიდან დასაწერად აირჩევენ ერთ-ერთს;
  • დაწერენ  მუხრან მაჭავარიანის ლექსს „ქართული მარტო ენაა?!“
  • ტექსტის გადაწერისას გაფორმების სტილს თავად ირჩევენ
  • წერენ მხოლოდ მხედრულად

 

შეფასების კრიტერიუმები:

 

  • კალიგრაფიული ხელოვნება
  • გაფორმება (სათაური, თავსართი, სხვა დეკორაციული ელემენტები...)
  • გვერდის ორგანიზება

 

რა ნივთები გვჭირდება:

 

  • A4 ფორმატის ოფსეტური ფურცლები
  • შავი ფანქრები და საშლელები
  • სხვადასხვა ფერის, მელნის ეფექტის მქონე კალმები