კიბერუსაფრთხოების ლიგა

26 ნოემბერი 2022

კავკასიის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების ცენტრისა და სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს სკოლების მონაწილეობით შეიქმნა კიბერუსაფრთხოების ლიგა, რომლის ფარგლებშიც სეზონური პრინციპით (3 თვეში ერთხელ) გაიმართება ყოველწლიური გუნდური ჩემპიონატი 10-12 კლასის მოსწავლეებს შორის.

 

მეორე ჰაკატონი/ტური გაიმართება 26 ნოემბერს, 10:30 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში.

 

ჰაკატონში მონაწილეობა შეუძლიათ X-XII კლასის მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებულ გუნდებს. გუნდი უნდა შედგებოდეს არანაკლებ 2 და არაუმეტეს 4 მოსწავლისაგან.

 

გუნდები სპეციალურად მომზადებულ პლატფორმაზე მოახდენენ კიბერუსაფრთხოების / ჰაკინგის ამოცანების შესრულებას, პლატფორმაზე წარმოდგენილი დავალებები სპეციალურად შემუშავებულია შესაბამისი ასაკის კატეგორიისათვის.

 

მონაწილეობის მსურველები დარეგისტრირდით ბმულზე