დიალექტოლოგიური ვიქტორინა CU-ის სტუდენტებისთვის

10 აპრილი 2024

10 აპრილს, 17:30 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის C 18 აუდიტორიაში, პროექტის „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“ ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის იმერხეულ / შავშურ დიალექტურ მასალაზე დაფუძნებული დიალექტოლოგიური ვიქტორინა ჩატარდება.

 

ვიქტორინა მათთვისაა, ვისაც კარგად აქვს გააზრებული, რომ დიალექტოლოგიური ლექსიკური ერთეულები სალიტერატურო ენის გამდიდრების ერთ-ერთი წყაროა. როგორც ეთერ თათარაიძე ამბობს: „დიალექტები - დედამდინარეში ჩამდინარე ნაკადულები“...

 

ვიქტორინაში გამარჯვებულ სამ სტუდენტს  ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანდრიუს  კალინდრა გადასცემს საჩუქარს ლიეტუვის პარლამენტის საქართველოს მეგობართა ჯგუფის სახელით.

 

ლექსიკური ერთეულები წარმოდგენილი იქნება მართებული და არამართებული პასუხების მიხედვით, მაგ.:

 

ბოჭოჭაჲ

 

  • ობობა
  • ბოჩოლა
  • ბიჭუნა

 

უნდა მონიშნოთ მართებული ვერსია.

 

ვიქტორინა დაფუძნებულია ორ წყაროზე: 1. ქართული ენის შავშური დიალექტი (იხ. მამია ფაღავას, მერი ცინცაძისა და მაია ბარამიძის კვლევა, რომელსაც ლექსიკონი ერთვის 519-ე გვერდიდან; წიგნის ელ. ვერსია იხ. ბმულზე) და 2. მცირე ლექსიკონი, რომელიც ერთვის კრებულს „გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე“  და განთავსებულია კავკასიის უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

 

გთხოვთ, რომ რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.

 

ვიქტორინაში მონაწილეობისათვის აუცილებელია სტუდენტის რეგისტრირება Moodle.cu.edu.ge-ის სისტემაში.

 

მუდლის სისტემაში მომხმარებლის სახელით ან ელფოსტით (UserName or Email) და კოდური სიტყვით (Password) შესვლის შემდეგ. გადადით ბმულზე.

 

ან იგივე კურსი გაააქტიურეთ შემდეგნაირად: მთავარი გვერდი - CSH - კავკასიის ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებათა სკოლა - CSH საბაკალავრო პროგრამა/CSH Undergraduate Program - I ეტაპი - დიალექტოლოგიური ვიქტორინა.

 

კურსის კოდური სიტყვაა: ena

სხვა დეტალური ინფორმაცია გეცნობებათ ვიქტორინის დაწყების წინ.