15 მარტს, 10:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში (აუდიტორია C3) სემინარი გაიმართება თემაზე: „საქართველო და HPC - მაღალი ხარისხის სწრაფი გამოთვლითი სისტემა მომავალი თაობის მეცნიერებასა და ინდუსტრიაში“. ლექციას წარუძღვება კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ ვერულავა.
სემინარის თემატიკა:
- ტრადიციულ და თანამედროვე მაღალი ხარისხის სწრაფი გამოთვლითი სისტემების (HPC) მიმოხილვა
- HPC-ს გამოყენების შესაძლებლობები აკადემიურ სფეროსა და მრეწველობაში
- HPC-ს და მეოთხე და მეხუთე თაობის ინდუსტრიების განმარტება
- HPC - როგორც სტრატეგიული ინდუსტრია
- კავკასიის რეგიონის შესაძლებლობები HPC ს მიმართულებით
- უნივერსიტეტის შესაძლებლობები HPC ს მიმართულებით კვალიფიციური კადრების მომზადების კუთხით
- უნივერსიტეტის HPC კვლევითი ცენტრის შესაძლებლობები სხვადასხვა ინდუსტრიისთვის.
სემინარს ჩაატარებს - ეისან მუსავი, შაჰედის უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტისა და ASOIU-ის ზოგადი გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტის წევრი.
მისი კვლევითი ინტერესია განაწილებული გამოთვლითი სისტემების დიზაინი და განვითარება. ასევე, არის კონსულტანტი გენერალური გეგმის განვითარებისთვის ინდუსტრიულ სფეროებში, რომლებსაც სჭირდებათ მაღალი ხარისხის გამოთვლითი სისტემები.
ეისან მუსავი, ასევე, არის: აზერბაიჯანული ჟურნალის - მაღალი წარმადობის გამოთვლითი სისტემა, სარედაქციო საბჭოს წევრი; International Advanced Research Workshop on HPC-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ცეტრარო, იტალია; ADNSU-ის HPC Advance Research Center-ის სააღსრულებო საბჭოს წევრი, ბაქო, აზერბაიჯანი; IUST - HPC კვლევითი ცენტრის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, თეირანი, ირანი.
სემინარზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.