კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი იწყებს განაცხადების მიღებას სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა “CUnicorn”-ში, (II ნაკადი) რომელიც მიზნად ისახავს ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარების ხელშეწყობას უნივერსიტეტში.
თუ ხარ დამწყები ტექნოლოგიური სტარტაპი და მზად ხარ, დაუთმო 11 კვირა საკუთარი გუნდის და იდეის განვითარებას, დარეგისტრირდი ბმულზე.
2023 წლის შემოდგომის სემესტრის პრე-აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დღეიდან დაიწყო და გაგრძელდება 25 სექტემბრის ჩათვლით
პრე-აქსელერატორში სტარტაპ გუნდების შერჩევა მოხდება წინასწარი განაცხადების საფუძველზე. პროგრამაში მონაწილეობის მიღება უფასოა და შეუძლიათ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისგან, კურსდამთავრებულებისგან და ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისგან შემდგარ (მინიმუმ ერთი გუნდის წევრი), ადრეულ საფეხურზე მყოფ სტარტაპებს, რომლებიც ქმნიან ან ეფუძნებიან ტექნოლოგიებს და მზად აქვთ პირველადი პროტოტიპი (MVP) ან ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა მის შესაქმელად. უპირატესობა მიენიჭებათ ისეთ ინოვაციურ სტარტაპებს, რომლებიც გამოავლენენ გლობალურ ბაზარზე გასვლის პოტენციალს.
პრე-აქსელერაციის პროგრამა “CUnicorn” წარიმართება ჰიბრიდულ ფორმატში (ონლაინ და ფიზიკური შეხვედრები), მოიცავს 11 სამუშაო კვირას (ოქტომბერი 2023 – დეკემბერი 2023) და შედგება 5 ძირითადი კომპონენტისგან:
- თემატური სამუშაო სესიები
- ინდივიდუალური შეხვედრები მენტორებთან
- ნეთვორქინგი – P2P შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება, მოწვეული სპიკერები, ყოველკვირეული Stand-Up
- კავკასიის უნივერსიტეტის საერთო სამუშაო სივრცით სარგებლობა
- დემო დღე – მონაწილე სტარტაპები წარდგებიან ჟიურის წინაშე, სადაც საშუალება ექნებათ მოიპოვონ ფულადი პრიზები/და სხვა რესურსები გაზრდის და განვითარების მიზნით.
პროგრამის მონაწილე სტარტაპები გაიღრმავებენ ცოდნას რამდენიმე მიმართულებით:
- პროდუქტის განვითარება და ვალიდაცია
- გუნდის შექმნა, განვითარება და მართვა
- მომხმარებლის სეგმენტაცია
- ღირებულების შეთავაზება
- მარკეტინგი, ბრენდინგი, რეკლამა და გაყიდვები
- Growth Marketing
- MVP, ტექნიკური პროდუქტის შექმნა
- ბიზნესმოდელი და ფინანსები
- Pitch Deck და ფინანსური რესურსების მოზიდვა
პრე-აქსელერაციის პროგრამის დასრულების შემდეგ სტარტაპებს მზად ექნებათ:
- ბიზნეს გეგმა/ბიზნესმოდელი
- ფინანსური გეგმა
- საკომუნიკაციო სტრატეგია
- პროდუქტის პროტოტიპი ან მისი შესრულების ტექნიკური გეგმა
- Pitch Deck
- საინვესტიციო წინადადება დაფინანსების წყაროების მოსაძიებლად
მნიშვნელოვანი თარიღები:
- 11-25 სექტემბერი – აპლიკაციების მიღება
- 26 სექტემბერი - 1 ოქტომბერი – მონაწილე სტარტაპების შერჩევა (მეორე ტური)
- 2 ოქტომბერი – შერჩეულ სტარტაპებთან შეხვედრა (პროგრამის ოფიციალური პრეზენტაცია)
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: IECenter@cu.edu.ge; 237 77 77 (418).