მასტერკლასი: აზიის ბაზრებზე გაფართოება: იაპონიის სტარტაპების ეკოსისტემის მიმოხილვა

21 მარტი 2026

21 მარტს, 13:30 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი, გიწვევთ საჯარო მასტერკლასზე, რომელიც მიეძღვნება აზიის ბაზრებზე გაფართოების შესაძლებლობებსა და იაპონიის სტარტაპ ეკოსისტემის გამოცდილების გაცნობას. 

 

შეხვედრის სტუმარია ბუნჰო კოჰი (Boonho Koh) - ინკუბაციის მენეჯერი იაპონურ კომპანიაში Tsucrea Co. Ltd.იგი არის ბიომედიცინის ინჟინერიის დოქტორი ტოკიოს უნივერსიტეტიდან და MBA ხარისხის მფლობელი Globis University-დან (იაპონია). მრავალწლიანი გამოცდილება აქვს სტარტაპების კვლევის, ტექნოლოგიური განვითარების, მენტორობისა და საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოების მხარდაჭერის მიმართულებით.

 

ამჟამად იგი აქტიურად მუშაობს იაპონური სტარტაპების საერთაშორისო განვითარებაზე, მათ შორის კვლევის და განვითარების პროცესების მხარდაჭერაზე, ტექნოლოგიური პროექტების განვითარებასა და გლობალურ ბაზრებზე გაფართოებაზე. ასევე ეხმარება უცხოურ სტარტაპებს იაპონიის ბაზარზე შესვლაში, ინვესტორებისა და სტრატეგიული პარტნიორების მოძიებაში.

 

მასტერკლასის ფარგლებში განხილული იქნება:

 

  • აზიის ბაზრებზე გაფართოების შესაძლებლობები სტარტაპებისთვის
    • იაპონიის სტარტაპ ეკოსისტემის სპეციფიკა და ძირითადი მახასიათებლები
    • საერთაშორისო ქსელებისა და პარტნიორობების მნიშვნელობა სტარტაპების ზრდისთვის
    • თანამშრომლობის შესაძლებლობები ქართულ და იაპონურ სტარტაპებს შორის

 

შეხვედრა ტარდება პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებას საერთაშორისო ქსელების განვითარებისა და გლობალურ ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობების გაზრდის გზით. 

 

შეხვედრა გაიმართება კავკასიის უნივერსიტეტში, A5 აუდიტორიაში. 

 

შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია. დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე.