12 დეკემბერს, 18:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ,,ლიბრარეა’’-ში, პროფესორ თენგიზ ვერულავას წიგნის - ,, ჯანდაცვის პოლიტიკა’’- ის პრეზენტაცია გაიმართება.
წიგნის აღწერა:
ყოველი ცივილიზებული ქვეყნის სურვილია საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ამოცანა მდგომარეობს ეროვნული შემოსავლის თუ რა მოცულობა შეგვიძლია დავხარჯოთ ჯანდაცვაზე, როგორ ეფექტურად გავანაწილოთ იგი შეზღუდული რესურსების პირობებში.
ჯანდაცვის პოლიტიკის, როგორც დისციპლინის მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა უკანასკნელ პერიოდში, რადგანაც ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების პერიოდში სისტემის მმართველი წრეები მრავალი პრობლემის წინაშე დადგნენ. შეიძლება ითქვას, არსად მსოფლიოში ჯანდაცვის სისტემაში ასეთი სწრაფი ტემპებით არ ხდება ცვლილებები, როგორც საქართველოში, სადაც მესამე ათეულ წელზე მეტია მიმდინარეობს რეფორმირების პროცესი. რეფორმების მსვლელობისას მრავალი კითხვები ისმება, რომლებიც მნიშვნელოვანია ჯანდაცვის მუშაკებისათვის, სისტემის მენეჯერებისათვის და რომელთაც შეისწავლის ჯანდაცვის პოლიტიკა.
ცხადია, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის წინაშე დასმული ამოცანების გადაწყვეტა შეუძლებელია კარგად განსწავლული კადრების გარეშე, რომელთა საფუძვლიანი მომზადება მწვავე პრობლემას წარმოადგენს. აღნიშნულის ერთ-ერთ მიზეზს ქართულ ენაზე საჭირო სასწავლო და მეთოდური ლიტერატურის აშკარა ნაკლებობა წარმოადგენს. წარმოდგენილი სახელმძღვანელოს უმთავრესი მიზანია ამ პრობლემის გადაწყვეტის ხელშეწყობა.
პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია, რეგისტრაცია გაიარეთ მითიტებულ ბმულზე.