9 მარტს, 11:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მხარდაჭერით ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში, ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე - "ევროკომისიის 2022 წლის, 17 ივნისის, რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა საქართველოში - პარლამენტის საქმიანობის მონიტორინგი საპარლამენტო კონტროლის, არჩევნებისა და მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით“.
ლექციას წარუძღვებიან: ნანუკა ყრუაშვილი, საიას დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი; ნინო კაპანაძე - პროექტის ანალიტიკოსი და მარიამ ბაწელაშვილი - პროექტის მონიტორი.
ლექციაზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა:
- ევროინტეგრაცია
- ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობა და ამ მიმართულებით საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პროცესები.
პროექტის ფარგლებში, საია მუშაობს კვლევის დოკუმენტზე „ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა საქართველოში - პარლამენტის საქმიანობის მონიტორინგი საპარლამენტო კონტროლის, არჩევნებისა და მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით“.
ლექციაზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე, რეგისტრაციის ბოლო ვადაა 8 მარტი.