საჯარო ლექცია: საბჭოთა პროპაგანდის ანატომია

26 ნოემბერი 2025

26 ნოემბერს, 15:00  საათზე, გაიმართება კავკასიის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი საერთაშორისო კვლევის ცენტრის“ მიერ ორგანიზებული საჯარო ლექცია თემაზე „საბჭოთა პროპაგანდის ანატომია“.

 

ლექციას წაიკითხავს რუსუდან კობახიძე, "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის" მკვლევარი, ილიას უნივერსიტეტის და კავკასის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი.

 

ლექცია ჩატარდება კავკასიის უნივერისტეტის ბიბლიოთეკაში.

 

ლექცია მიმოიხილავს საბჭოთა პროპაგანდისტული ენის მთავარ მახასიათებლებს და იმ მეთოდებს, რომელთა მეშვეობითაც ცდილობდა საბჭოთა რეჟიმი, გაეკონტროლებინა  მასობრივი ცნობიერება, შეეცვალა ღირებულებები და საზოგადოების მსოფლმხედველობა.  საბჭოთა პროპაგანდის ენა, როგორც პოლიტიკური ძალაუფლების იარაღი ტოტალიტარული რეჟიმის ძირითადი საყრდენია, რომელმაც სამყარო ჩვენიანებად და მტრებად დაყო. ის აჩვენებს, როგორ გამოიყენებოდა პროპაგანდა არა მხოლოდ კომუნიკაციის ფორმად, არამედ ძლევამოსილ იარაღად, რომელიც ამახინჯებდა რეალობას, ნერგავდა ძალაუფლების წინაშე შიშს და მორჩილებას  და განამტკიცებდა რეჟიმს.

 

ლექცია სტუდენტებს და დაინტერესებულ მსმენელს დაეხმარება, გაიაზრონ საბჭოთა პროპაგანდის ფსიქოლოგიური და კულტურული განზომილებები, მისი მიზნები და ის ღრმა გავლენა, რომელიც მას საქართველოს საზოგადოებაზე ჰქონდა და გარკვეულწილად დღემდე აქვს.

 

დასწრების მსურველები დარეგისტრირდით მითითებულ ბმულზე.