25 ნოემბერს, 16:00 საათზე კავკასიის უნივერსიტეტი, ტექნოლოგიების, სახელმწიფო მართვის, მედიის და სამართლის სკოლების სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს, სხვა დაინტერესებულ პირებს, იწვევს საჯარო ლექციაზე დასასწრებად.
ლექციის თემა: ციფრული მმართველობის საფუძვლები.
განსახილველი საკთხები:
1. გლობალური ციფრული მმართველობის არქიტექტურა
2. გლობალური ციფრული კომპაქტის (GDC) პროცესი
3. ინტერნეტ მმართველობის ფორუმი და მისი მხარდამჭერი ორგანიზაციები
4. ინტერნეტის ფრაგმენტაცია და მისი გამომწვევი მიზეზები
ლექციის ხანგრძლივობა - 90 წუთი.
ლექციას წარუძღვება კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, კიბერუსაფრთხოების ცენტრის მკვლევარი პროფესორი ვლადიმერ სვანაძე.
საჯარო ლექცია ჩატარდება კავკასიის უნივერსიტეტში, C9 აუდიტორიაში, მესამე სართული.
გთხოვთ, ლექციაზე დასწრების სურვილის შემთხვევაში რეგისტრაცია გაიაროთ მითითებულ ბმულზე.
