საჯარო ლექცია - ციფრული მმართველობის საფუძვლები

25 November 2025
25 ნოემბერს, 16:00 საათზე კავკასიის უნივერსიტეტი, ტექნოლოგიების, სახელმწიფო მართვის, მედიის და სამართლის სკოლების სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს, სხვა დაინტერესებულ პირებს, იწვევს საჯარო ლექციაზე დასასწრებად.


ლექციის თემა: ციფრული მმართველობის საფუძვლები.
 

განსახილველი საკთხები:
 

1. გლობალური ციფრული მმართველობის არქიტექტურა
2. გლობალური ციფრული კომპაქტის (GDC) პროცესი
3. ინტერნეტ მმართველობის ფორუმი და მისი მხარდამჭერი ორგანიზაციები
4. ინტერნეტის ფრაგმენტაცია და მისი გამომწვევი მიზეზები
ლექციის ხანგრძლივობა - 90 წუთი.
 

ლექციას წარუძღვება კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, კიბერუსაფრთხოების ცენტრის მკვლევარი პროფესორი ვლადიმერ სვანაძე.


საჯარო ლექცია ჩატარდება კავკასიის უნივერსიტეტში, C9 აუდიტორიაში, მესამე სართული.


გთხოვთ, ლექციაზე დასწრების სურვილის შემთხვევაში რეგისტრაცია გაიაროთ მითითებულ ბმულზე.