4 ნოემბერს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე - «ბალავარიანი» ძველი ქართული ლიტერატურის წვლილი ცივილიზაციათა დიალოგში.
ლექციას წარუძღვება გაგა შურღაია, ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
გაგა შურღაია ისაუბრებს საკითხის შესწავლის ისტორიაზე, გაანალიზებს „ბალავარიანთან“ დაკავშირებულ ძირითად ლიტერატურულ პრობლემებს, აუდიტორიას გააცნობს ზოგიერთ ახალ მოსაზრებასა და კვლევის შემდგომ პერსპექტივას.
ლექციაზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ მითითებულ ბმულზე.