კავკასიის უნივერსიტეტის ირ. წერეთლის სახელობის ნატოს კვლევითი ცენტრი აცხადებს სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: „ნატო და ახალი მსოფლიო წესრიგი: გამოწვევები და პერსპექტივები“.
თანამედროვე საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა დგას ახალი გამოწვევების წინაშე - გლობალური პოლიტიკური ტრანსფორმაციები, რეგიონული კრიზისები, ჰიბრიდული ომები და ინფორმაციული უსაფრთხოება, რაც განაპირობესნატოს როლისა და მისი სტრატეგიული მიმართულებების ხელახალ გააზრებასა და გადაფასებას.
კონფერენციის მიზანია სტუდენტების ჩართვა აქტუალურ საერთაშორისო პოლიტიკურ დისკურსში და ახალგაზრდა მკვლევართა შორის გამოცდილების გაზიარება.
კონფერენცია გაიმართება: 20 მარტი, 2026.
ლოკაცია: კავკასიის უნივერსიტეტი, თბილისი, პაატა სააკაძის ქ. 1
კონფერენციის თემები და სესიები
კონფერენცია ჩატარდება ოთხ თემატურ სესიად, რომელიც შეეხება ნატოს, როგორც თანამედროვე საერთაშორისო სისტემის გლობალური უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს, მის როლსა და მიზნებს ახალი, ცვალებადი გეოპოლიტიკური რეალობების ფონზე, მის ადაპტირებას XXI საუკუნის გამოწვევებთან.
სესია 1 - ნატოს გეოპოლიტიკური როლი თანამედროვე მსოფლიო წესრიგში
განიხილავს ნატოს სტრატეგიულ პოზიციას გლობალურ ძალთა ბალანსში, ალიანსის გავლენას რეგიონულ უსაფრთხოებაზე და მის ადაპტაციას ახალი გეოპოლიტიკური რეალობების პირობებში. მონაწილეები შეაფასებენ, როგორ იცვლება ნატოს როლი მრავალპოლარული სამყაროს ფორმირების პროცესში.
სესია 2 - ნატო და თანამედროვე ჰიბრიდული ომები
დისკუსია შეეხება ჰიბრიდული საფრთხეების (კიბერ თავდასხმების, დეზინფორმაციისა და ტექნოლოგიური ზეწოლის) წინააღმდეგ ნატოს რეაგირების მექანიზმებს; გააანალიზებს, როგორ ცდილობს ალიანსი შექმნას მოქნილი თავდაცვითი სტრატეგიები.
სესია 3 - ნატოს ურთიერთობები პარტნიორ ქვეყნებთან და საქართველოს პერსპექტივა
მონაწილეები იმსჯელებენ ნატოს პარტნიორობის პოლიტიკის არსსა და მნიშვნელობაზე, საქართველოს როლზე რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოების სისტემაში. განხილვა შეეხება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დინამიკას, მიღწევებსა და არსებულ გამოწვევებს.
სესია 4 - ალტერნატიული ხედვები ნატოზე
განიხილავს ალტერნატიულ პოზიციებს ნატოს როლზე თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში.
მონაწილეობის პირობები
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს
სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური
მონაწილეებს შეუძლიათ წარადგინონ ინდივიდუალური ან ერთობლივი ნაშრომები.
მნიშვნელოვანი თარიღები
- აბსტრაქტის წარმოდგენის თარიღი: 20 თებერვალი, 2026
- ნაშრომის კონფერენციაზე დაშვების შესახებ ინფორმაცია 27 თებერვალი, 2026
- კონფერენციის დღის წესრიგის გამოქვეყნება: 15 მარტი, 2026
- კონფერენციის თარიღი: 20 მარტი, 2026
კონფერენციაზე რეგისტრაციისთვის და აბსტრაქტის გამოგზავნისთვის, გთხოვთ, შეავსოთ და გამოაგზავნოთ აღნიშნული ფორმა.
აბსტრაქტისა და ნაშრომის მომზადებისთვის გთხოვთ იხელმძღვანელოთ შემდეგი დოკუმენტების მიხედვით
განაცხადი კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელ-ფოსტაზე: natoresearchcenter@cu.edu.ge
