29 აპრილს, 18:00 საათზე, ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართება.
ანონსების სვეტი
აპრ
კონკურსი აბიტურიენტებისთვის - ვირტუალური მოგზაურობა დროსა და სივრცეში
22 აპრილს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის მწვანე ტურიზმის ჰაბში (A5 აუდიტორია) ტურიზმის სკოლის პროგრამებით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის გაიმართება კონკურსი - ვირტუალური მოგზაურობა დროსა და სივრცეში.
სექ
II საერთაშორისო კონფერენცია ორი იბერია - ევროპის ორი კარიბჭე
2026 წლის 10-12 სექტემბერს მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტი და სან დამასოს საეკლესიო უნივერსიტეტი ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და კავკასიის უნივერსიტეტთან ერთად მასპინძლობს მეორე საერთაშორისო კონფერენციას თემაზე - „ორი იბერია - ევროპის ორი კარიბჭე“.
ოქტ
ინტერდისციპლინარული კონფერენცია - „ავტორიტარიზმი: ნარატივები, კულტურები, განგრძობადობა, რღვევა და ცვლილებები - წარსული და აწმყო“
კავკასიის უნივერსიტეტი (საქართველო), ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის CTL (შედარებითი აზრისა და ლიტერატურის) დეპარტამენტთან თანამშრომლობით, აცხადებს საერთაშორისო ინტერდისციპლინარულ კონფერენციას: „ავტორიტარიზმი: ნარატივები, კულტურები, განგრძობადობა, რღვევა და ცვლილებები - წარსული და აწმყო“.
