An online seminar for teachers from the region was organized by the Information Center on NATO and the European Union at the Ministry of Foreign Affairs of Georgia.
სიახლეები
ოქტ
მეორე ონლაინ სემინარი პროექტის Media Dialogue 2021 for Conflict Sensitivity and Research ფარგლებში
27 ოქტომბერს, პროექტის Media Dialogue 2021 for Conflict Sensitivity and Research ფარგლებში გაიმართა მეორე ონლაინ სემინარი თემაზე მიმდინარე (მედია) სიტუაცია მოლდოვასა და უკრაინაში.
ოქტ
ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის “უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ შეხვედრა ზუგდიდში
18-20 ოქტომბერს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ (RURD) სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
ოქტ
კავკასიის უნივერსიტეტში ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნა (E-PSY)
კავკასიის უნივერსიტეტმა ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღნიშნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS + CBHE ინსტიტუციური განვითარების პროექტის „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (E-PSY )" ფარგლებში.
ოქტ
ადმინისტრაციული პერსონალის ტრენინგი პროექტ RURD-ის ფარგლებში
11 ოქტომბერს ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში (RURD)“ გაიმართა ადმინისტრაციული პერსონალის ტრენინგი.
ოქტ
საინფორმაციო შეხვედრა პროექტ HERD-ის ფარგლებში
11 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ERASMUS+ -ის მიერ დაფინანსებული ინსტიტუციური განვითარების პროექტის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევითი შესაძლებლობების ზრდა კვლევისა და განვითარების სამსახურის საშუალებით (HERD)” ფარგლებში. შეხვედრას ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს წევრები და სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლები.
ოქტ
ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე
10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა.
ოქტ
ონლაინ სასწავლო ვიზიტი დრეზდენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (HERD)
1-5 ოქტომბერს დრეზდენის ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა ონლაინ სამუშაო შეხვედრებს Erasmus + ინსტიტუციური განვითარების პროექტის “უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევითი შესაძლებლობების ზრდა კვლევისა და განვითარების სამსახურების საშუალებით” ფარგლებში.
სექ
Media Dialogue 2021 for Conflict Sensitivity and Research - პროექტის სამუშაო შეხვედრა სომხეთში
24-28 სექტემბერს, კავკასიის უნივრსიტეტის სახელმწიფო მართვისა და მედიის სკოლის სტუდენტები - თეკლა ზღუდაძე, ანი მელაძე და რევაზ ჭითანავა პროექტის Media Dialogue 2021 for Conflict Sensitivity and Research ფარგლებში სამუშაო ვიზიტით ქ. გიუმრიში, სომხეთში იმყოფებოდნენ.
სექ
სამუშაო შეხვედრები და კონფერენცია - Media Dialogue 2021 for Conflict Sensitivity and Research
20-23 სექტემბერს კავკასიის უნივერსიტეტმა მედია დიალოგის პროექტის ფარგლებში უმასპინძლა სამუშაო შეხვდრებსა და კონფერენციას თემაზე “Media Dialogue 2021 for Conflict Sensitivity and Research”. პროექტი ხორციელდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და არის რიგით მეოთხე პროექტი, რომელშიც უნივერსიტეტი 2015 წლიდან მონაწილეობს.