სიახლეები

10
აპრ
ონლაინ ვებინარი სომხეთში ერაზმუს+ 2021-2027 წლების პროგრამასთან დაკავშირებით

8-9 აპრილს, სომხეთში გაიმართა ონლაინ ვებინარები Erasmus+ 2021-2027 წლების პროგრამასთან დაკავშირებით

05
აპრ
სტატია სახელწოდებით „ენერგოეფექტურობის პროექტებში მძიმე სამშენებლო ტექნიკის რისკის ქვეშ მყოფი ღირებულების შეფასება“ გამოქვეყნდა

ვახტანგ ბერიშვილის მიერ მომზადებული სტატია, სახელწოდებით „ენერგოეფექტურობის პროექტებში მძიმე სამშენებლო ტექნიკის რისკის ქვეშ მყოფი ღირებულების შეფასება“ გამოქვეყნდა სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალში „Journal of Accounting, Finance and Auditing Studies”

31
მარ
მესამე ტრენინგი პროექტ RURD-ის ფარგლებში

მიმდინარე წლის 25, 29-30 მარტს , ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების (CBHE) პროექტის „რეგიონული უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში” (RURD) ფარგლებში გაიმართა ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ კავკასიის უნივერსიტეტის პროექტის გუნდის წევრები და ბათუმის კამპუსის თანამშრომლები

23
მარ
ტრენინგ-მოდულები პროექტის "ევროპის სამართლებრივი სახე" ფარგლებში

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული  Erasmus+ პროგრამის Jean Monnet  პროექტის „ევროკავშირის სამართლებრივი სახე“/LFEU ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტში იწყება ტრენინგების ციკლი ასოცირების შეთანხმების შემდეგ სფეროებში: შრომის სამართალი, საჯარო შესყიდვები, კონკურენციის სამართალი, პერსონალურ მონაცემთა დაცვა, სამართლებრივი აპროქსიმაცია

24
მარ
ვებინარი Horizon Europe-ის საგრანტო კონკურსების შესახებ
გაცნობებთ, რომ 24 მარტს ევროკომისიის ორგანიზებით იმართება ვებინარი, რომლის მიზანია პოტენციური აპლიკანტებისათვის ჰორიზონტ ევროპის (Horizon Europe) საგრანტო კონკურსებისატვის წარმატებული განაცხადების მომზადებისათვის ინფორმაციის მიწოდება
 
18
მარ
„ევროპული სწავლების სამკუთხედი“ (TEESS) - შეხვედრა სტუდენტებთან

18 მარტს, Erasmus+ ჟან მონეს პროექტის „ევროპული სწავლების სამკუთხედი“  (TEESS) პროექტის ფარგლებში ჩატარდა ერთდღიანი შეხვედრა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო სკოლის სტუდენტებთან, კურსდამთავრებულებთან, პროფესორებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან

 

19
მარ
ტრენინგი პროექტ Rec-Mat-ის ფარგლებში

გაცნობებთ, რომ პორტოს უნივერსიტეტისა და ვალადოლიდის უნივერსიტეტის ერთობლივი Erasmus+ KA2-CBHE "Recognition Matters (Rec-Mat)" პროექტის ფარგლებში, გამოცხადებულია ხუთკვირიანი ტრენინგ-კურსის მონაწილეთა მიღება თემაზე "აკადემიური აღიარება"

15
მარ
პროექტის თემატური ტრენინგ-მოდულების დამტკიცება

15 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდა ჟან მონეს პროექტის "ევროკავშირის სამართლებრივი სახე"  მესამე ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა თემატური ტრენინგ-მოდულების მოსმენა, შეფასება და დამტკიცება

17
თებ
შეხვედრა პროექტის "მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება საქართველოს უნივერსიტეტებში (SQUARE)" ფარგლებში

17 და 18 თებერვალს, (Kick-off) Erasmus + ინსტიტუციური თანამშრომლობის (CBHE) პროექტის „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება საქართველოს უნივერსიტეტებში“ ფარგლებში, გაიმართა პირველი ონლაინ სამუშაო შეხვედრა

 

05
მარ
II ტრენინგი პროექტ RURD-ის ფარგლებში

2021 წლის 4-5 მარტს , ERASMUS+ ინსტიტუციური განვითარების (CBHE) პროექტის „რეგიონული უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში” (RURD) ფარგლებში, გაიმართა ტრენინგი