WSET-ის (Wine and Spirits Education Trust) სერტიფიკატი ღვინოსა და ალკოჰოლურ სასმელებში საერთაშორისოდ აღიარებული კვალიფიკაციაა და შექმნილია ალკოჰოლური სასმელების როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე – დამწყებებისთვის, რომელთაც სურთ, გაიღრმაონ ცოდნა ალკოჰოლური სასმელების შესახებ.
WSET level 2-ის გავლისთვის, 1-ლი დონის სერტიფიკატი სავალდებულო არ არის.
კურსი გათვლილია მომავალი სომელიეებისთვის, ღვინის წარმოების, გაყიდვების, სასტუმრო თუ სარესტორნო ბიზნესში მოღვაწე პროფესიონალებისა და ენთუზიასტებისთვის, რომელთაც სურთ, უფრო სტრუქტურულად შეისწავლონ ღვინო და სხვა ალკოჰოლური სასმელები.
კურსზე მსმენელი შეისწავლის მევენახეობა-მეღვინეობის საკითხებს, იმ ფაქტორებს, რომლებიც მნიშვნელოვნად მოქმედებენ ღვინის ხარისხზე. ლექციების მსვლელობისას განხილული იქნება მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი მეღვინეობის რეგიონები, ვაზის ჯიშები, ღვინოები და მათი მახასიათებელი არომატები.
კურსის განმავლობაში ყოველდღიურად ჩატარდება დეგუსტაციები.
კურსის ბოლოს ჩატარდება თეორიული გამოცდა, გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა საერთაშორისო სერტიფიკატი და WSET level 2-ის სამკერდე ნიშანი.
კურსის განრიგი:
2,4,6,9 მაისი - 12:00-18:00 საათი
11 მაისი - გამოცდის იმიტაცია - 12:00-16:00 საათი
18 მაისი - გამოცდა - 12:00-13:00 საათი
დარეგისტრირდით ბმულზე 10 აპრილამდე და მიიღეთ დეტალური ინფორმაცია კურსის შესახებ.
კურსის ღირებულებაა 600 ევროს ეკვივალენტი ლარში.