სტიპენდიები სადოქტორო პროგრამებისთვის, კორეის განვითარების ინსტიტუტი

23 აგვისტო 2022

 

კორეის განვითარების ინსტიტუტი (Korea Development Institute, KDI) აცხადებს სტიპენდიებს სადოქტორო პროგრამებისთვის 2023 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის.

 

შემოთავაზებული სადოქტორო პროგრამებია:

  • საჯარო პოლიტიკა
  • განვითარების პოლიტიკა

 

კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში განმცხადებელი სრულად გათავისუფლდება სწავლის გადასახადისგან და მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას.  პროგრამის ფარგლებში არ არის დაფინანსებული მგზავრობისა და საცხოვრებლის ხარჯები.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, ონლაინ სააპლიკაციო სისტემაში უნდა ატვირთონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
  2. სამოტივაციო წერილი (Statement of Purpose);
  3. ბაკალავრისა და მაგისტრის დიპლომი;
  4. ნიშნების ფურცელი (ბაკალავრიატის, მაგისტრატურის);
  5. 2 სარეკომენდაციო წერილი (მოთხოვნა რეკომენდატორს უნდა გაუგზავნოთ ონლაინ სააპლიკაციო პლატფორმის მეშვეობით);
  6. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL iBT, PBT, ITP; TOEIC, TOEIC-S; IELTS; TEPS, NEW TEPS, TEPS-S, I-TEPS; OPIc; PTE Academic; Cambridge English Exams);
  7. დასაქმების დამადასტურებელი ცნობა, ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი/ბეჭდიანი (მხოლოდ სამუშაო გამოცდილების მქონე კანდიდატებისთვის);
  8. დისერტაციის საკვლევი განაცხადი;
  9. პასპორტის ასლი;
  10. 1 ფოტოსურათი.

 


ონლაინ სააპლიკაციო სისტემაში დოკუმენტების ატვირთვა შესაძლებელი იქნება 2022 წლის 1 სექტემბრიდან 2022 წლის 23 სექტემბრამდე.

 

სასტიპენდიო კონკურსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ იხილოთ ფაილი.

 

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ კორეის განვითარების ინსტიტუტს შემდეგ მისამართზე: internationaladmissions2@kdis.ac.kr

 

გისურვებთ წარმატებას!