კავკასიის უნივერსიტეტმა შეიმუშავა PRODIGE პროექტის ექსპლუატაციის გეგმა, რომლის მიზანია განსაზღვროს, როგორ შეიძლება პროექტის შედეგების გამოყენება და ინტეგრირება ინსტიტუციურ პროცესებში პროექტის ძირითადი აქტივობების დასრულების შემდეგ.
დისემინაციის გეგმა პროექტის ცნობადობისა და ინფორმაციის გავრცელების პროცესს ეხება, ხოლო ექსპლუატაციის გეგმა ყურადღებას ამახვილებს მიღებული შედეგების პრაქტიკულ გამოყენებაზე და მათი შენარჩუნების შესაძლო მექანიზმებზე.
დოკუმენტი ასახავს კონკრეტულ ნაბიჯებს, პასუხისმგებელ ერთეულებსა და სამიზნე ჯგუფებს, რომლებიც აუცილებელია პროექტის შერჩეული შედეგების მდგრადად ინტეგრირებისთვის საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში. გეგმა წარდგინდა და განიხილა პროექტის საკოორდინაციო შეხვედრაზე.
