IAUP-ის ცენტრალური აზიის რეგიონული კონფერენციის ფარგლებში, ალმათიში, ყაზახეთში, საერთაშორისო თანამშრომლობის მემორანდუმების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებაზე კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ, თანამშრომლობის მემორანდუმებს ხელი მოაწერა ხუთ საერთაშორისო უნივერსიტეტთან. შეთანხმებები მიზნად ისახავს უნივერსიტეტებს შორის აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობას, ერთობლივი პროექტების განვითარებასა და საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას.
კავკასიის უნივერსიტეტმა მემორანდუმები გააფორმა შემდეგ უნივერსიტეტებთან:
- Kalinga Institute of Industrial Technology, ინდოეთი;
- International School of Finance and Technology, უზბეკეთი;
- UTA – University of Technology and Arts in Applied Sciences in Warsaw, პოლონეთი;
- Istanbul Nişantaşı University, თურქეთი;
- Siam University, ტაილანდი.
ახალი პარტნიორობა კავკასიის უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის ნაწილია და ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის საერთაშორისო აკადემიური ქსელის გაფართოებას, ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნასა და გლობალურ საუნივერსიტეტო სივრცეში კავკასიის უნივერსიტეტის პოზიციების გაძლიერებას.
