საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პრე-აქსელერაციის პროგრამის დემო დღე იმერეთში

10 ნოემბერი 2026

ქუთაისში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) იმერეთის პრე-აქსელერაციის პროგრამის დასკვნითი ღონისძიება - დემო დღე გაიმართა.

 

დემო დღეზე საკუთარი იდეა 10 მონაწილე სტარტაპ გუნდმა წარადგინა. 4 კვირის განმავლობაში გუნდებმა მენტორების მხარდაჭერით იდეების დახვეწაზე, ბიზნეს მოდელის განვითარებასა და ბაზარზე გასვლის სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე იმუშავეს.

 

დემო დღის ფარგლებში, მონაწილეები შეაფასა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ:

 

  • სალომე გარდავა - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტების მენეჯერი;
  • ნინი მოსიაშვილი - Helio AI-ის თანადამფუძნებელი და COO;
  • გრიგოლი ყველაიძე - Ostati AI- ის დამფუძნებელი.

 

დემო დღის დასასრულს, ჟიურიმ გამოავლინა რჩეული გუნდები:

ჟიურის რჩეული გუნდი - SupplAi

კავკასიის უნივერსიტეტის რჩეული გუნდი - Xtractor

 

გამარჯვებული გუნდები გახდნენ კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ბენეფიციარები. აღნიშნული სტატუსი გუნდებს შესაძლებლობას მისცემს, სტარტაპის განვითარების შემდგომ ეტაპებზეც ისარგებლონ ცენტრის მხარდაჭერით, მათ შორის მენტორინგით, ინდივიდუალური კონსულტაციებითა და სხვადასხვა რესურსზე წვდომით.

 

ამასთანავე, სტარტაპ SupplAi-ს გადაეცა Skillwill-ისგან - ერთთვიანი კურსი „კონტენტის შექმნა AI-ის დახმარებით“,  რესტორან „დების“ 300-ლარიანი ვაუჩერი, ტურიზმის ცენტრი DMO-სგან - წიგნები  და კავკასიის უნივერსიტეტისგან სიმბოლური საჩუქრები.

 

ხოლო სტარტაპ Xtractor-ს გადაეცა ტურიზმის ცენტრი DMO-სგან წიგნები და კავკასიის უნივერსიტეტისგან სიმბოლური საჩუქრები.

 

პროგრამა განხორციელდა კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის მიერ.