IAUP-ის ცენტრალური აზიის რეგიონული კონფერენცია

16 ივნისი 2026

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და ვიცე-პრეზიდენტმა ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით ირენა მელუამ, მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტების პრეზიდენტთა საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) ცენტრალური აზიის რეგიონულ კონფერენციაში “Impact-Driven Universities: Education, Leadership and Societal Change”.

 

ღონისძიება გაიმართა 2026 წლის 11–13 ივნისს, ალმათიში, ყაზახეთში. კონფერენციას მასპინძლობდა Almaty Management University IAUP-თან თანამშრომლობით. კონფერენციის ოფიციალურ გახსნაში მონაწილეობდნენ AlmaU-ს დამფუძნებელი და პრეზიდენტი ასილბეკ კოჟახმეტოვი, IAUP-ის პრეზიდენტი შონ ჩენი, ასევე ყაზახეთის რესპუბლიკის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მინისტრი საიასატ ნურბეკი.

 

კონფერენცია მიზნად ისახავდა უმაღლესი განათლების თანამედროვე გამოწვევების, უნივერსიტეტების საზოგადოებრივ გავლენაზე ორიენტირებული განვითარების, ლიდერობისა და გლობალური თანამშრომლობის საკითხების განხილვას. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური სესიები, სამუშაო შეხვედრები და დისკუსიები უმაღლესი განათლების საერთაშორისო ლიდერების მონაწილეობით.

 

კახა შენგელიამ მონაწილეობა მიიღო წიგნის პრეზენტაციის სესიაში - “Universities after AI: Voices from the Global Frontier”, რომელიც გაიმართა 12 ივნისს. აღნიშნულ წიგნში კახა შენგელია ავტორია თავისა - “Building AI-Ready Graduates in a Small, Fast-Shifting Economy: Curriculum Design, Employability Pathways, and Internationalization”.

 

სესიაში მონაწილეობდნენ IAUP-ის პრეზიდენტი შონ ჩენი, IAUP-ის საბჭოს თავმჯდომარე ფერნანდო ლეონ-გარსია, Daffodil International University-ის დამფუძნებელი საბურ ხანი და სხვა საერთაშორისო ექსპერტები. სესიაზე განხილული იყო ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში უნივერსიტეტების განვითარების ახალი ხედვები და გლობალური უმაღლესი განათლების მომავალი.