საერთაშორისო გამოფენის დღე FH Joanneum გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში, ავსტრია

15 ოქტომბერი 2026

კავკასიის ტურიზმის სკოლის სტუდენტები, მარინა გასპარიანი და ანი ბურჯალიანი, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ავსტრიაში, FH Joanneum გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში იმყოფებიან.

 

13 ოქტომბერს უნივერსიტეტის Bad Gleichenberg-ის კამპუსში გაიმართა საერთაშორისო დღე, რომელშიც სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს. ღონისძიების ფარგლებში მათ ავსტრიელ სტუდენტებს გააცნეს საქართველო და კავკასიის უნივერსიტეტი, რაც ხელს უწყობს საქართველოსა და კავკასიის უნივერსიტეტის პოპულარიზაციას ადგილობრივ და პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებს შორის.

 

სტუდენტებმა წარადგინეს საინფორმაციო სტენდი, სადაც ღონისძიების სტუმრებს ინფორმაცია გაუზიარეს საქართველოს ისტორიის, კულტურისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ. მათი მონაწილეობა ხელს უწყობს კულტურათაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას, საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და საქართველოს ცნობადობის გაზრდას უცხოელ სტუდენტებში.