26 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის სპორტულ მოედანზე, ჩატარდა საფეხბურთო ჩემპიონატი „ფეფეს თასი” 2026 შემოდგომის სემესტრის ფინალი.
საფინალო შეხვედრა გახსნეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, ქეინის უნივერსიტეტის პროვოსტმა და აკადემიურ საკითებში უფროსმა ვიცე პრეზიდენტმა - დევიდ ბერდსელმა, Ph.D, უფროსმა ვიცე პრეზიდენტმა სტუდენტური გამოცდილების მიმართულებით - ქეით გალაჰერმა და გიორგი ნიშნიანიძის მამამ - მამუკა ნიშნიანიძემ.
ტურნირი ეძღვნება გიორგი ნიშნიანიძის (ფეფეს) ხსოვნას და ყოველწლიურად ტარდება კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლების მონაწილეობით.
- ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა კავკასიის ბიზნესის სკოლის (CSB) გუნდი „BLAUGRANA”
- მეორე ადგილი დაიკავა შერეულმა გუნდმა “PATCHKORA”
- მესამე ადგილი დაიკავა შერეულმა გუნდმა „რაბონა“
პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს, კავკასიის უნივერსიტეტისგან გადაეცათ 1000, 750 და 500 ლარიანი ვაუჩერები.
ფინალურ შეხვედრაზე გამოვლინდა საუკეთესო მოთამაშე - შოთა კუპრავა (შერეული გუნდი PATCHKORA). ასევე, გამოვლინდა საუკეთესო მეკარე - ალექსანდრე ჯულუხიძე (CSB BLAUGRANA), რომლებსაც ჩემპიონატის სპონსორი, ქართული ბრენდი „ჯერარასდროს“ -გან გადაეცათ საჩუქრები.
პირველ ადგილზე გასულ გუნდს გადაეცა გარდამავალი თასი.
თამაშებს უძღვებოდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან მოწვეული მსაჯები.
ჩემპიონატის სპონსორები იყვნენ: Sandora Georgia, Coca-Cola Bottlers Georgia, Red Bull, ქართული ბრენდი „ჯერარასდროს“.
