15 ოქტომბერს, სტარტაპ ინკუბატორის პროგრამის ფარგლებში გაიმართა მეოთხე ონლაინ ლექცია, რომელსაც უძღვებოდა გიორგი ვოლსკი.
ლექციის თემა იყო: ფინანსური დაგეგმვა: ფასწარმოქმნა, ოპტიმიზაცია და პროგნოზირება. სესიის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისთვის ფინანსური დაგეგმვის მნიშვნელობისა და მისი როლის გაცნობა სტარტაპის განვითარებისა და ზრდის პროცესში.
ლექციის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ფინანსური გეგმის არსსა და მნიშვნელობაზე, ფასწარმოქმნის სტრატეგიებზე და Bootstrapping მიდგომებზე ფინანსებში, მათ შორის Cost-cutting და Lean Operations პრაქტიკებზე. ტრენერმა ასევე განიხილა ძირითადი ფინანსური ანგარიშგებები — Cash Flow Statement, Income Statement და Balance Sheet.
სესიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ძირითადი ფინანსური საზომებისა და ინდიკატორების ანალიზს, მათ შორის CAC, LTV, MMR და Burn Rate. ლექციის დასასრულს განხილულ იქნა ფინანსური პროგნოზირება, ფინანსური ზრდის სტრატეგიები და Exit სტრატეგია, რაც მონაწილეებს დაეხმარა სტარტაპის გრძელვადიანი ფინანსური ხედვის ჩამოყალიბებაში.
