სტარტაპ ინკუბატორის V ონლაინ ლექცია

19 დეკემბერი 2025

5 ნოემბერს, სტარტაპ ინკუბატორის პროგრამის ფარგლებში გაიმართა მეხუთე ონლაინ ლექცია, რომელსაც უძღვებოდა შალვა ოთანაძე.

 

ლექციის თემა იყო: „Product-Market Fit და MVBP (Minimum Viable Business Product)“. სესიის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისთვის Product-Market Fit-ის კონცეფციის გაცნობა და მისი მნიშვნელობის წარმოჩენა სტარტაპის წარმატებული განვითარების პროცესში.

 

ლექციის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია Product-Market Fit-ის შეფასების ძირითად მეთოდებზე. ტრენერმა პრაქტიკული მაგალითებით აჩვენა, როგორ ხდება პროდუქტისა და ბაზრის შესაბამისობის გაზომვა და ანალიზი რეალურ სტარტაპ გარემოში.

 

სესიის ფარგლებში ასევე განიხილეს MVP-სა და MVBP-ს შორის არსებული განსხვავებები, მათი გამოყენების შემთხვევები და განვითარების სხვადასხვა ეტაპზე შესაბამისი მიდგომები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო MVBP-ის დაგეგმვისა და განვითარების პროცესს, რაც მონაწილეებს დაეხმარა პროდუქტისა და ბიზნეს-მოდელის ეფექტიანად დაკავშირებაში.