17 ნოემბერს, სტარტაპ ინკუბატორის პროგრამის ფარგლებში გაიმართა მეექვსე ონლაინ ლექცია, რომელსაც უძღვებოდა შალვა ოთანაძე.
ლექციის თემა იყო: „ბრენდინგი, მარკეტინგი და უნიკალური Insights“. სესიის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისთვის ძლიერი ბრენდის ფორმირების, ეფექტიანი მარკეტინგული კომუნიკაციისა და უნიკალური ღირებულებების სწორად წარმოჩენის ძირითადი პრინციპების გაცნობა.
ლექციის განმავლობაში მონაწილეებმა შეისწავლეს ბრენდის იდენტობის შექმნის პროცესი, მათ შორის მისიის, ხედვისა და ღირებულებების განსაზღვრა, ასევე ბრენდის არქეტიპების ჩამოყალიბება. ტრენერმა დეტალურად განიხილა ვიზუალური იდენტობის განვითარების მნიშვნელობა და მისი როლი ბრენდის ცნობადობის გაზრდაში.
