24 ნოემბერს, სტარტაპ ინკუბატორის პროგრამის ფარგლებში გაიმართა მეშვიდე ონლაინ ლექცია, რომელსაც უძღვებოდა გიორგი ვოლსკი.
ლექციის თემა იყო: „მომხმარებლის მოზიდვის ღირებულება (LTV, Retention, CAC)“. სესიის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისთვის მომხმარებლის მოზიდვისა და შენარჩუნების ეკონომიკური მაჩვენებლების მნიშვნელობის გააზრება და მათი გამოყენება სტარტაპის მდგრადი ზრდის უზრუნველსაყოფად.
ლექციის განმავლობაში მონაწილეებმა დეტალურად შეისწავლეს CAC (Customer Acquisition Cost) და LTV (Customer Lifetime Value), მათი ურთიერთკავშირი და გავლენა სტარტაპის ფინანსურ მდგრადობაზე. ტრენერმა ასევე განიხილა Retention Metrics და Churn Rate, როგორც მომხმარებელთა ქცევის ანალიზისა და ბიზნესის განვითარების მნიშვნელოვანი ინდიკატორები.
სესიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო Unit Economics-ის ანალიზს და მის როლს ბიზნეს-მოდელის შეფასებაში.
