კავკასიის ბიზნესის სკოლის კვლევითი ცენტრის დირექტორის, პროფესორ ერეკლე პირველის ხელმძღვანელობით შედგენილმა პროექტმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2024 წლის ფუნდამენტურ მეცნიერებათა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვა.
კავკასიის ბიზნესის სკოლის კვლევითი ცენტრის დირექტორის, პროფესორ ერეკლე პირველის ხელმძღვანელობით შედგენილმა პროექტმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2024 წლის ფუნდამენტურ მეცნიერებათა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვა.
15 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების 3 წლიანი ერთობლივი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანი ელენე ჯღარკავა გაუძღვა.
15 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის სასამართლო დარბაზში, CU-ის ბავშვის უფლებათა ცენტრის ორგანიზებით მე-12 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გაიმართა სახალისო ვიქტორინა ბავშვთა უფლებების შესახებ.
15 თებერვალს გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის ჟან მონეს წამყვანი ცენტრის მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდის დისკუსია, რომლის თემა იყო: „ევროკავშირის კანონმდებლობის (acquis) ტრანსპოზიციის პროცესი (2022-2024) და ჰარმონიზაციის საზოგადოებრივი სიკეთეები.“
14 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში UNI4VERSE-ის შიდა საუნივერსიტეტო კონკურსის დემო დღე გაიმართა, რომელიც საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით ჩატარდა.
13 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტთა დაჯილდოება.
12 და 13 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის საბაკალავრო ნაშრომების დაცვა გაიმართა.
CU-ის და ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტის ერთობლივი 3 წლიანი კიბერუსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამის პირველი მიღების სტუდენტები უკვე ამერიკაში იმყოფებიან, სადაც ისინი სწავლის ბოლო სემესტრს გაატარებენ.
12 თებერვალს, გაიმართა კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა სამაგისტრო ნაშრომების დაცვა. სტუდენტებმა საკუთარი ნაშრომები წარადგინეს სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის კომისიის წინაშე.
4-6 თებერვალს, Erasmus + ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის ხარისხიანი ციფრული განათლების ხელშეწყობა საქართველოში (PRODIGE) გაიმართა ტრენინგების სერია პროექტის კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების წარმომადგენლებისთვის.
კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი, ნანა შარიქაძე, 2024 წლის შემოდგომის სემესტრში, როგორც ფულბრაიტის სტიპენდიატი მიწვეული მკვლევრის სტატუსით ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა მაქსიმ იავიჩმა, მიჩიგანის უნივერსიტეტში ჩატარებულ კონფერენციაზე - Quantum Information Technology Workshop (QITW 2025) წარადგინა კვლევა -"პოსტკვანტური ციფრული ხელმოწერები Verkle ხეების გამოყენებით შეზღუდული მეხსიერების პირობებში" - "Post-Quantum Digital Signatures in Memory-Constrained Environments Using Verkle Trees".
10 თებერვალს, გაიმართა სახელმწიფო მართვის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, ბესიკ ჯაჯანიძის სადისერტაციო ნაშრომის - ,,სტრატეგიული პარტნიორობიდან კრიზისამდე: ნატო-ს სამხრეთის ფლაგმანის, თურქეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობის მაგალითზე“ საჯარო დაცვა.
მიმდინარე წლის იანვარში, ტურიზმის სკოლის დეკანი, დოქტორი დიკო კოპალეიშვილი, იმყოფებოდა გერმანიაში ფულდას გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში, International Winter University 2025-ის პროგრამის ფარგლებში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება გერმანიაში ქალაქ ფულდაში.
კავკასიის უნივერსიტეტსა და სამედიცინო ცენტრ „დიომედს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი კავკასიის უნივერსიტეტს პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და სამედიცინო ცენტრ დიომედის გენერალურმა დირექტორმა ნინო დოხნაძემ მოაწერეს.
კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, 27 იანვრის კვირაში, სამუშაო ვიზიტით ეწვია პარტნიორ უნივერსიტეტს – ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტს.
7 თებერვალს, გაიმართა სახელმწიფო მართვის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, მარიამ ტარასაშვილის სადისერტაციო ნაშრომის - ,,მიმღები ქვეყნის გავლენა დონორი ქვეყნის დემოკრატიის ხელშეწყობის სტრატეგიის განვითარებაზე: ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის მაგალითი“ საჯარო დაცვა.
31 იანვარს, კავკასიის ბიზნესის სკოლის ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გაიმართა.
წარმატებით დაიწყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, კავკასიის უნივერსიტეტისა და სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის პროექტის „ქალთა გაძლიერება კიბერუსაფრთხოებაში ევროკავშირის გამოცდილების საშუალებით“ მეორე სესია - რომელიც ხორციელდება ჟან მონეს მოდულის ფარგლებში.
3 თებერვალს, გაიმართა სახელმწიფო მართვის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, ლაშა კაკაშვილის სადისერტაციო ნაშრომის - ,,საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების გავლენა საგარეო პოლიტიკაზე ჰიბრიდულ რეჟიმებში, საქართველოს მაგალითზე, 2012-2021 წწ.“ საჯარო დაცვა.