მოლდოვას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია „მარკეტინგი და ტურიზმი მდგრადი და ინოვაციური განვითარებისთვის“

20 მარტი 2026

19 მარტს, მოლდოვას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური მეცნიერებების ფაკულტეტმა უმასპინძლა სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: მარკეტინგი და ტურიზმი მდგრადი და ინოვაციური განვითარებისთვის.

 

მოლდოველ სტუდენტებთან ერთად, დისტანციურად, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტმა გიორგი მჟავანაძემ. მისი მოხსენება, ტურისტული მიმართულებების ინოვაციური ბრენდინგი: კერძო ვილების როლი რეგიონული ტურიზმის განვითარებაში, მიმოიხილავდა კერძო ვილებს, როგორც ინოვაციურ სტრატეგიას რეგიონული ტურიზმის განვითარებისა და დანიშნულების ადგილის ბრენდინგის პროცესში, ასეთი მიდგომების როლს რეგიონის პოზიციონირების გაძლიერებასა და ქვეყნის ტურიზმის ბრენდის გრძელვადიანი პოპულარობის ხელშეწყობაში.

 

მოხსენებამ დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია, პასუხი გაეცა დასმულ კითხვებს.

ნაშრომი მომზადდა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის გურანდა ჭელიძის ხელმძღვანელობით.