პროგრამის მიმოხილვა

კავკასიის განათლების სკოლის განათლების პოლიტიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მისია მაღალკვალიფიციური განათლების პოლიტიკის სპეციალისტების მომზადებაა, რაც ხელს შეუწყობს განათლების სისტემის ყველა დონეზე და სექტორში ხარისხიანი პოლიტიკის შემუშავებას და ქვეყნის განვითარებას ადგილობრივი თუ გლობალური გამოწვევებისა და ტენდენციების გათვალისწინებით.

 

განათლების პოლიტიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია:

 

  1. განათლების პოლიტიკის არსისა და მნიშვნელობის გააზრება – განათლების პოლიტიკის ფუნდამენტური პრინციპების, ისტორიული განვითარების და კონტექსტუალური მნიშვნელობის საფუძვლიანი გაცნობა;
  2. განათლების პოლიტიკის ანალიზი – მეთოდოლოგიებისა და ანალიტიკური ინსტრუმენტების სწავლება განათლების პოლიტიკაში მიმდინარე პროცესების სწორად შესაფასებლად და სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად;
  3. განათლების პოლიტიკის შემუშავება და ეფექტური კომუნიკაცია – განათლების პოლიტიკის საკითხების მკაფიო ფორმულირების, პოლიტიკის შემუშავებისა და ამ პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობისა და ეფექტური კომუნიკაციისთვის აუცილებელი უნარების შესწავლა;
  4. განათლების პოლიტიკის ხარისხის გაუმჯობესება – განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების შესწავლა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას;
  5. პროფესიული განვითარება და ახალი ცოდნის შექმნა – უწყვეტი პროფესიული ზრდის წახალისება ინოვაციური მიდგომების შესწავლითა და განათლების პოლიტიკის სფეროში ახალი ცოდნის შექმნის პროცესში აქტიური მონაწილეობით.

 

პროგრამის ძლიერი მხარეები

  • ქვეყანაში პირველი სამაგისტრო პროგრამა განათლების პოლიტიკის მიმართულებით, რომელიც ფოკუსირებულია განათლების პოლიტიკის არსისა და მნიშვნელობის სიღრმისეულ გააზრებაზე. პროგრამა აქცენტს აკეთებს ისეთი მნიშვნელოვანი უნარების გამომუშავებაზე როგორებიცაა განათლების სფეროში მიმდინარე პროცესების კრიტიკული ანალიზი, გამოწვევების იდენტიფიცირება, მათი გადაჭრის ეფექტური გზების შემუშავება, სფეროს განვითარებისთვის საჭირო ინოვაციური მიდგომების დანერგვა და მათი ადვოკატირება;  
  • ინოვაციური და ამავდროულად ადგილობრივ კონტექსტზე მორგებული პროგრამა რომლის მართვასა და განხორციელებაში ჩართულია თეორიული, კვლევითი და პრაქტიკული გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური კადრები;
  • პარტნიორი ორგანიზაციების მზარდი ქსელი, რომელშიც შედის როგორც სკოლამდელი, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები, ასევე განათლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები. 

 

დასაქმების სფეროები

 

განათლების პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს უფლება ექნება დასაქმდეს:

 

  • საჯარო სექტორში როგორც ცენტრალური ასევე ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე განათლების საკითხებზე პასუხისმგებელ სტრუქტურებში;
  • საერთაშორისო ორგანიზაციებსა და არასამთავრობო სექტორში;
  • კვლევით და ანალიტიკურ სექტორში;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების ყველა საფეხურზე (ზოგადი, უმაღლესი, პროფესიული თუ ზრდასრულთა).  

 

სწავლების ენაპროგრამაზე სწავლება მიმდინარეობს  ქართულ ენაზე.