15 თებერვალს, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გაიმართა. სტუდენტებმა საკუთარი ნაშრომები წარადგინეს სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის კომისიის წევრების წინაშე.