პროგრამის სტრუქტურა

სტრატეგიული კომუნიკაციის 1+1 სამაგისტრო პროგრამა შედგება ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ნაწილისგან.

 

თითოეული მათგანი მოიცავს ერთ აკადემიურ წელს:

 

  • ნაწილი I - 60 ECTS კრედიტი
  • ნაწილი II  - 60 ECTS კრედიტი

 

1+1 მოდელი სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს, რომ ისწავლოს: ან პროგრამის მხოლოდ პირველ ნაწილზე, ან ისწავლოს მის ორივეს ნაწილზე. 

 

მხოლოდ პირველი ნაწილის კურსდამთავრებული იღებს საზოგადოებასთან ურთიერთობის მაგისტრის ხარისხს და მას უფლება აქვს სწავლა განაგრძოს პროგრამის მეორე ნაწილზე; მეორე წელს სწავლის გაგრძელების შემთხვევაში კი სტუდენტი იღებს კვლევის მაგისტრის ხარისხს საზოგადოებასთან ურთიერთობაში და უფლება აქვს სწავლა განაგრძოს განათლების შემდგომ საფეხურზე - დოქტორანტურაში.

 

პროგრამა