სიახლეები

18
აპრ
ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების შეხვედრა კომპანია Translive-ის დირექტორთან

8 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიბრარეაში“, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები ლოგისტიკური ციფრული პლატფორმის, Translive-ის, დირექტორს გიორგი ჯღარკავას შეხვდნენ.

18
აპრ
CyberEdu-ის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა

კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის 19-მა სტუდენტმა წარმატებით ჩააბარა CyberEdu-ის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა.

30
მარ
პანელური დისკუსია - „კიბერუსაფრთხოება, როგორც საგანმანათლებლო და კარიერის განვითარების შესაძლებლობა“

30 მარტს,  კავკასიის  უნივერსიტეტს, “ქალები კიბერუსაფრთხოებაში“ („Women in Cyber”) ინიციატივით, ბრიტანელი და ქართველი ექსპერტები ეწვივნენ. შეხვედრის თემა იყო: „კიბერუსაფრთხოება, როგორც საგანმანათლებლო და კარიერის განვითარების შესაძლებლობა“. 

24
მარ
ციფრული ლოგისტიკის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ

კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის ციფრული ლოგისტიკის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა სასწავლო კურსის - "ERP  სისტემები" - ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს SAP ბიზნეს თამაშში: “Introduction to S4HANA”, რომელიც ჩატარდა  მაგდებურგის  SAP უნივერსიტეტის კომპეტენციის  ცენტრის ბაზაზე.

 

25
მარ
კონკურსი - „კიბერუსაფრთხოების მომავალი ექსპერტი“

25 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის ტექნოლოგების სკოლის, კავკასიის კიბერ უსაფრთხოების ცენტრისა და სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის ორგანიზებით რიგით მეოთხე კონკურსი: „კიბერუსაფრთხოების მომავალი ექსპერტი“ გაიმართა.

14
მარ
"Women in Tech Georgia"-ის სალექციო შეხვედრები დაიწყო

14 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, CU-ის, სამეცნიერო კიბერ-უსაფრთხოების ასოციაციისა და Women In Tech-ის ერთობლივი პროფესიული განათლების პროგრამა - Entry Level Penetration Testing -  დაიწყო.

07
მარ
მონაცემთა დაცვისა და GDPR-ის სეზონური სკოლა სტუდენტებისთვის, 1-ელი სესია

6 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, მონაცემთა დაცვისა და GDPR-ის სეზონური სკოლის პირველი სესია გაიმართა. პროექტში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოს მასშტაბით, რომლებიც კიბერუსაფრთხოებით, მონაცემთა დაცვითა და GDPR-ით არიან დაინტერესებულნი.

24
თებ
ყაზახეთის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტის Sairan Adilbekkyzy- ის სტაჟირება კიბერუსაფრთხოების ცენტრში

კავკასიის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების ცენტრში, სტაჟირება წარმატებით დაასრულა ყაზახეთის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტმა Sairan Adilbekkyzy-მ, რომელიც სტაჟირების ფარგლებში მუშაობდა კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. 

23
თებ
ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება კავკასიის უნივერსიტეტსა და კიბერუსაფრთხოების ბიუროს შორის

კავკასიის უნივერსიტეტსა და კიბერუსაფრთხოების ბიუროს შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას მოეწერა ხელი.

 

16
იან
TH Wildau-ის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

12-16 იანვარს, კავკასიის უნივერსიტეტს TH Wildau-ის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესტუმრნენ. აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტი TH Wildau-ის უნივერსიტეტთან ერთად ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამას ახორციელებს.