გაეროს უშიშროების საბჭოს მოდელირება

4 ნოემბერი 2025

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ევროპის უნივერსიტეტთან და ახალგაზრდული ინიციატივა „მე-16 ელემენტთან“ პარტნიორობით, გამართა გაეროს უშიშროების საბჭოს მოდელირება - ღია დებატები თემაზე ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე, რომელიც ეძღვნებოდა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის (გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325) 25 წლის იუბილეს.

 

ღონისძიებაში მონაწილეობა  მიიღეს კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებმა, რომელთაც შესაძლებლობა მიეცათ, წარმოედგინათ თავი გლობალურ ლიდერებად და ემსჯელათ ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემაზე.

 

საპრიზო ადგილები მოიპოვეს:

 

  • I ადგილი — მარიამ თვალაძე, კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტი
  • II ადგილი — გიორგი ღურჭუმელია, კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტი
  • III ადგილი — ცოტნე ქოქიაშვილი, კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტი

 

დებატებამდე დელეგატებმა მონაწილეობა მიიღეს წინასწარ სამუშაო შეხვედრაში, რომლის მიზანი იყო მათი ცოდნის გაღრმავება ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოებების დღის წესრიგის შესახებ, მოლაპარაკების უნარების განმტკიცება და უშიშროების საბჭოს პროცედურების სირთულეებისთვის მომზადება.

 

ღონისძიების განმავლობაში მონაწილეებმა წარმოადგინეს ქვეყნების პოზიციები, ჩამოაყალიბეს ალიანსები და ხმის მიცემის სიმულაციის დროს მიიღეს ახალი რეზოლუცია ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოება თემაზე - რითაც წარმოაჩინეს თავიანთი ლიდერობა და ხედვა ინკლუზიური მშვიდობის მშენებლობის შესახებ.