კავკასიის უნივერსიტეტისა და ,,ლეგის აკადემიის” კოლაბორაციით 26 აპრილსა და 3 მაისს, აბიტურიენტებისთვის ორეტაპიანი სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესი გაიმართა.
კავკასიის უნივერსიტეტისა და ,,ლეგის აკადემიის” კოლაბორაციით 26 აპრილსა და 3 მაისს, აბიტურიენტებისთვის ორეტაპიანი სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესი გაიმართა.
28 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრის ორგანიზებით, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ ლევან დარბაიძესთან ერთად, თბილისის ტრეფიკინგის და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებას ესტუმრნენ.
კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი, სამეცნიერო ჟურნალის მთავარი რედაქტორი, დოქტორი ირაკლი შამათავა Erasmus+ Teaching Mobility პროგრამის ფარგლებში, პოლონეთში, 20-24 აპრილს, Kazimierz Wielki University-ის სამართლისა და ეკონომიკის ფაკულტეტს ეწვია, სადაც ჩაატარა ლექციები თემაზე: “General Overview of the Functions of the Notarial System in Europe
15-17 აპრილს, ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) ყოველწლიური გენერალური ასამბლეა და კონფერენცია დეუსტოს უნივერსიტეტში (ბილბაო, ესპანეთი) გაიმართა.
კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი, ხათუნა ბურკაძე პირველი ქართველი ქალი მეცნიერია, რომელმაც „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ სტიპენდიის ფარგლებში, ნატო-ს თავდაცვის კოლეჯში, ხელოვნური ინტელექტის როლი იკვლია.
კავკასიის სამართლის სკოლის პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ ჩაატარა სემინარი თემაზე: „AI - იურისტის ჭკვიანი ასისტენტი“.
UNICEF-ის პროექტის ფარგლებში 7 მარტს, გაიმართა შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან, მშობლებთან და მასწავლებლებთან. დისკუსიების მიზანი იყო ბავშვის უფლებების სწავლების პრაქტიკის, არსებული გამოწვევებისა და მონაწილეთა გამოცდილების იდენტიფიცირება.
კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორის, სამართლის დოქტორის, ირაკლი შამათავას სტატია -“Crypto-Democracy: code as the architecture of collective will and the new foundations of governance” - იტალიაში, საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში - “Rivista Italaina Di Conflittologia'' გამოქვეყნდა.
კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის აფილირებული ასისტენტ-პროფესორის, გივი ადამიას ხელმძღვანელობით შემუშავებული ფუნდამენტური კვლევითი პროექტი -„არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სამართალი - გერმანული სისტემის ქართულ კანონმდებლობაში ადაპტირების პარადიგმები“ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსდა.
28 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის სასამართლო დარბაზში, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისათვის სამართლისა და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლების კოლაბორაციით, გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი საავტორო უფლებებში.