პროგრამის სტრუქტურა

სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 240 ECTS კრედიტს. წელიწადში – 60 ECTS კრედიტს. შესაბამისად, საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 4 აკადემიურ წელს. სასწავლო წელი აგებულია სემესტრული პრინციპით. ერთი სემესტრი მოიცავს 20 სასწავლო კვირას, შესაბამისად სასწავლო წელი დაგეგმილია 40 კვირაზე. 1 ECTS კრედიტი უდრის 25 საათს, რაც მოიცავს, როგორც სტუდენტის საკონტაქტო  დატვირთვის დროს (ლექცია, სემინარი, პრაქტიკუმი და სხვა), ასევე მისი დამოუკიდებელი მუშაობის დროს (შუალედური და საბოლოო შეფასებისათვის, აგრეთვე საშინაო დავალების მომზადებისა და პრეზენტაციისათვის განკუთვნილ საათებს).  

 

სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ვადის ამოწურვის შემდეგ აკადემიური დავალიანების მქონე სტუდენტს უფლება აქვს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების მიზნით სწავლა განაგრძოს დამატებითი სემესტრების (არა უმეტეს 4 სემესტრისა) განმავლობაში, სტუდენტის სტატუსის შენარჩუნებით. 

 

სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის 240 ECTS კრედიტი გადანაწილებულია შემდეგნაირად:

 

  • ძირითადი სწავლის სფეროს სავალდებულო სასწავლო კურსები - 164 ECTS კრედიტი;
  • ძირითადი სწავლის სფეროს არჩევითი სასწავლო კურსები - 36 ECTS კრედიტი;
  • პრაქტიკული უნარების განვითარებაზე მიმართული კომპონენტი - 6 ECTS კრედიტი;

 

თავისუფალი კომპონენტი - 34 ECTS კრედიტი (25 ECTS კრედიტი ეთმობა უცხო ენების (ინგლისური ენა) მოდულს, ხოლო 9 ECTS კრედიტი - არასპეციალობის სასწავლო კურსებს).

 

 

იხილეთ კატალოგი

იხილეთ პროგრამა