CU ომბუდსმენი

კავკასიის უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ომბუდსმენის ოფისი, რომელიც წარმოადგენს უნივერსიტეტის დამოუკიდებელ და ნეიტრალურ ორგანოს და რომლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა უნივერსიტეტის სტუდენტების ლეგიტიმური ინტერესების დაცვა.

 

ომბუდსმენის ოფისი კავკასიის უნივერსიტეტში ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობისა და ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus + საგრანტო პროექტ AESOP-ის ფარგლებში 2018 წელს შეიქმნა, სტუდენტთა კონსულტირების, დახმარების, სტუდენტების ინტერესებისა და უფლებების დაცვის, მათი დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და დარღვეული უფლებების აღდგენის ხელშეწყობის მიზნებისთვის.

 

ომბუდსმენის ოფისის ხელმძღვანელია ანა ჩალაძე.

 

ოფისი მდებარეობს კავკასიის უნივერსიტეტში, ოთახი B26 ( 09:00 – 18:00).

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

 

ტელ.: +995 598162006

ტელ.: 0322377777(286)

ელ.ფოსტა:  Ombudsman@cu.edu.ge