სტუდენტური ცხოვრება

CU Graduation - კავკასიის უნივერსიტეტი ყოველწლიურად მართავს კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის გრანდიოზულ ცერემონიალს - CU Graduation. ღონისძიების განუყოფელი ნაწილია საპატიო დოქტორის წოდების მინიჭება ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორებისთვის და საუკეთესო შედეგების მქონე (4.0 GPA) სტუდენტებისთვის უნივერსიტეტის პრეზიდენტის ჯილდოს გადაცემა. ქუდების აყრის გრანდიოზული ცერემონია, სტუდენტებისთვის გამართული After Party-ით სრულდება.

 

  

Welcome Party - კავკასიის უნივერსიტეტი ყოველწლიურად მართავს პირველკურსელებისთვის წვეულებას. ღონისძიებაზე, ტრადიციულად, პირველკურსელებს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია და სკოლების დეკანები მიმართავენ. ღონისძიება მუსიკალურად ფორმდება და გრანდიოზული ფოიერვერკით და ტორტის საზეიმო გაჭრით სრულდება.

 

 

CU ახალი წელი - კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, ყოველწლიურად ახალი წელი გრანდიოზულად აღინიშნება. კამპუსი მორთულია შესაბამისად, სადღესასწაულო დეკორაციით, სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის იგეგმება და ხორციელდება სხვადასხვა აქტივობა, როგორიცაა, სტუდენტური ფართი, საშობაო მარკეტი, „Secret Santa”.

 

CU Halloween Day - ჰელოუნის აღნიშვნა ტრადიციად იქცა კავკასიის უნივერსიტეტში. ყოველ წელს, სტუდენტებს ჰელოუინის შესაბამისი დეკორაციები ხვდებათ კამპუსში. ამ დღეს შესაბამისი განყობა ტრიალებს და სტუდენტებისთვის სხვადასხვა შინაარსის ღონისძიება ტარდება.

 

CU ვალენტინობა - ყოველ წელს, სტუდენტებს სპეციალურად ამ დღისთვის დეკორაციები და სხვადასხვა სახალისო სიურპრიზი ხვდებათ CU კამპუსში. კამპუსის ცენტრალური ჰოლი, ვალენტინობის თემატიკის შესაბამისადაა მორთული. ტრადიციულად, CU Secret Valentine-ი ტარდება, მონაწილეებსა და ადრესატებს საჩუქარები, წერილები და Secret გზავნილები გადაეცემათ.

 

დასაქმების ფორუმი - კავკასიის უნივერსიტეტში, ყოველწლიურად ტარდება დასაქმების ფორუმი კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს არაერთი წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია. სტუდენტები მოწვეულ კომპანიებს ეცნობიან და სასურველ ინფორმაციას იღებენ.