საუბრები ლიბრარეაში - ''პიროვნული განვითარებიდან – პროფესიონალიზმამდე''

2 ოქტომბერი 2023

სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიბრარეაში“, სალონური საუბრები Deal Company-ის თანადამფუძნებელ სალომე სულავასთან გაიმართა.

 

სალომე არის საერთაშორისო ტრენერი, Luxury და B2B გაყიდვების ექსპერტი, ის არაერთი ახალგაზრდის პიროვნულ განვითარებას წარუძღვა პროფესიონალიზმისკენ მიმავალ გზაზე, 10 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა საფრანგეთში და პარტნიორობდა ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Balenciaga, Chloe, Christian Dior და სხვა.

 

შეხვედრის ფარგლებში, სპიკერმა სტუდენტებს გაუზიარა საკუთარი პროფესიული გამოცდილება, ისაუბრა  იმ საჭირო უნარ-ჩვევებზე, რომელიც საჭიროა პიროვნული განვითარებისთვის.  შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.