კულინარიული მასტერკლასი CU-ის საერთშორისო სტუდენტებისთვის

25 ნოემბერი 2023
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის ინიციატივით, CU-ის “Canteenarea”-ში, საერთაშორისო სტუდენტებისთვის ქართული კერძების მასტერკლასი გაიმართა, რომელსაც უნივერსიტეტის შეფ-მზარეული ანა გელაშვილი და CSB-ის კურსდამთავრებული და  ამჟამად „მასტერშეფის“ მონაწილე მარიტა შავდია უძღვებოდნენ.
 

ასევე, ღონისძიების ორგანიზებაში, მონაწილეობა მიიღეს კავკასიის უნივერსიტეტის ელჩებმა.

მასტერკლასი მიზნად ისახავდა უცხოელი სტუდენტებისთვის საქართველოს მდიდარი კულინარიული კულტურის გაცნობასა და ქვეყნის ყველაზე პოპულარული და გემრიელი კერძების ჩვენებას.

 
მონაწილეებმა შეისწავლეს ქართული ტრადიციული კერძის, ხინკლის მომზადება, რის შემდეგადაც, დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიების სპონსორი ორგანიზაციები იყვნენ: Doritos Georgia, Coca-Cocla და Mirai.