„ფეფეს თასი 2023“- ის ფინალი

3 ოქტომბერი 2023

კავკასიის უნივერსიტეტის სპორტულ მოედანზე, CU-ის სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით, საფეხბურთო ჩემპიონატი „ფეფეს თასი 2023“-ის ფინალი გაიმართა.

 

თამაშის დაწყებამდე, ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს სიტყვით მიესალმა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია.

 

საფინალო თამაში გიორგი ნიშნიანიძის მამამ - მამუკა ნიშნიანიძემ - გახსნა. აღნიშნული ჩემპიონატი გიორგის (ფეფეს) სახელს ატარებს.

 

„ფეფეს თასი 2023“-ის გამარჯვებული გახდა კავკასიის ბიზნესის სკოლის (CSB) გუნდი „ALL STARS“.

 

მეორე ადგილი დაიკავა კავკასიის ეკონომიკის სკოლის (CSE) გუნდმა „GREEN STREET“, ხოლო მესამე ადგილი - კავკასიის ბიზნესის სკოლის (CSB)  გუნდმა  „AMIGOS“.

 

საპრიზო ადგილზე გასულ სამივე გუნდს გადაეცათ CU-ის საჩუქრები.

 

ასევე, პრიზები გადაეცათ: ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელს, „ALL STARS“-ის გუნდის კაპიტანს - დავით ხეჩიკაშვილს და ჩემპიონატის საუკეთესო მეკარეს, ამავე გუნდის წევრს - დემნა ჩიგოგიძეს.

 

ჩემპიონატის სპონსორი კომპანიები იყვნენ: Doritos Georgia  და  Coca-Cola Bottlers Georgia.

 

მოთამაშეებისა და გულშემატკივრების გაფრთიანებაზე იზრუნა ენერგეტიკულმა სასმელმა რედბულმა.  Red Bull