შეხვედრა სტარტაპ ,,BILIKI''-ის თანადამფუძნებელ თორნიკე ცირამუასთან

22 ნოემბერი 2023

კავკასიის უნივერსიტეტში, სტარტაპ კლუბის ორგანიზებით,  გაიმართა შეხვედრა ქართული სტარტაპი, “Biliki” - ის თანადამფუძნებელთან და დირექტორთან, თორნიკე ცირამუასთან, რომელმაც ისაუბრა სტარტაპი “Biliki - ის წარმატების ისტორიასა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაზე საქართველოში.

 

“Biliki” ინგლისურენოვან, პერსონალიზებულ, ტურისტულ მობილურ გიდს წარმოადგენს, რომელშიც მომხმარებლის მრავალფეროვანი ინტერესებიდან გამომდინარე, სათავგადასავლო, ეკო, ველო, ქალაქის, შოპინგ, პილიგრიმული, ოფ-როუდ და კულტურული ტურებია რჩევების თანხლებით თავმოყრილი. აპლიკაცია მომხმარებლის ინტერესებსა და ლოკაციას აანალიზებს, რის საფუძველზეც მას რეკომენდებულ ტურებს დროის დამზოგავი და ოპტიმალური მარშრუტით სთავაზობს.

 

შეხვედრა გაიმართა  გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, რომელიც არის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო პროექტი. მისი მიზანია მეწარმეობის პოპულარიზაცია, ინოვაციური სტარტაპების ფორმირების ხელშეწყობა და ახალგაზრდა თაობის მოტივაცია და მხარდაჭერა. ყოველწლიურად პროექტის ფარგლებში 170-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება 30 000-ზე მეტი ღონისძიება, რომელშიც ჩართულია 15 მილიონზე მეტი ადამიანი.

 

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. დამსწრეებს ჰქონდათ შესაძლებლობა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.