ვორკშოპი „ჩაგრულთა თეატრის შესავალი“

16 მაისი 2023

16 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიბრარეა’’-ში,  გაიმართა ვორკშოპი „ჩაგრულთა თეატრის შესავალი“.

 

ტრენინგის ორგანიზატორია ა(ა)იპ სათემო განვითარების პლატფორმა (CDP), რომელიც ფსიქო-სოციალური სერვისების განმახორციელებელია მთელი საქართველოს მასშტაბით, აღნიშნულ შეხვედრაზე ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის ორგანიზაციაში სტაჟირების შესაძლებლობაზე ისაუბრეს.

 

ჩატარდა ექსპერიმენტული სემინარი,რომლის მეთოდი შექმნა ბრაზილიელმა რეჟისორმა, ფსიქოთერაპევტმა და ნობელის მშვიდობის პრემიის ნომინანტმა აუგუსტო ბოალმა.

 

შეხვედრა  ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა,მოხდა  რამდენიმე   ტექნიკის  დემონსტრირება, სადაც აღნიშნული მეთოდი გამოიყენეს, როგორც პიროვნების ტრანსფორმაციული მეთოდი. დამსწრე სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა  დაესვათ კითხვები დღესდღეობით პოპულარულ ტრანსფორმაციულ ტრენინგებთან და მეთოდებთან დაკავშირებით.