ჯანდაცვის პოლიტიკა-სახელმძღვანელო

ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა ჯანდაცვის პოლიტიკის, როგორც დისციპლინის მნიშვნელობა, რადგანაც ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების პერიოდში სისტემის მმართველი წრეები მრავალი პრობლემის წინაშე დადგნენ.  რეფორმების მსვლელობისას მრავალი კითხვები ისმება, რომლებიც მნიშვნელოვანია ჯანდაცვის მუშაკებისათვის, სისტემის მენეჯერებისათვის, რომელთაც შეისწავლის ჯანდაცვის პოლიტიკა.

 

სახელმძღვანელოს მეშვეობით სტუდენტებს, დაინტერესებულ საზოგადოებას ექნება სისტემატური წარმოდგენა ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა: ჯანდაცვის პოლიტიკის მიზნები და ამოცანები; ჯანდაცვის დაფინანსების ხელმისაწვდომობა, სოციალური დაზღვევის სისტემა, ბევერიჯის ზოგადი გადასახადებით დაფინანსების სისტემა, სამედიცინო შემნახველი ანაბრებით დაფინანსებისსისტემა; ადამიანური რესურსები ჯანდაცვის სექტორში; სამედიცინო მომსახურების ხარისხი, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გამოწვევები.  ცხადია, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის წინაშე დასმული ამოცანების გადაწყვეტა შეუძლებელია კარგად განსწავლული კადრების გარეშე, რომელთა საფუძვლიანი მომზადება მწვავე პრობლემას წარმოადგენს. აღნიშნულის ერთ-ერთ მიზეზს ქართულ ენაზე საჭირო სასწავლო და მეთოდური ლიტერატურის აშკარა ნაკლებობა წარმოადგენს. წარმოდგენილი სახელმძღვანელოს უმთავრესი მიზანია ამ პრობლემის გადაწყვეტის ხელშეწყობა.

 

პროექტის ხელმძღვანელი თენგიზ ვერულავა, კვლევა დაფინანსებულია კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების კონკურსის ფარგლებში.