მიმოხილვა

ბოლო რამდენიმე წელია განსაკუთრებული ზრდა შეიმჩნევა სამედიცინო სექტორში, ფართოვდება სამედიცინო დაწესებულებების ქსელი. მომხმარებლის/პაციენტის მოთხოვნილებების და საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის აქტუალურია სამედიცინო დაწესებულებების სწორი მარკეტინგული სტრატეგიებისა და მომხმარებელთან კომუნიკაციის მიზნობრივი, ეფექტური გზის არჩევა. მარკეტინგი ხელს უწყობს სამედიცინო დაწესებულებებს გაზარდონ მომსახურების გაყიდვები და შემოსავლების რაოდენობა. ის ხელს უწყობს რეპუტაციის ჩამოყალიბებას, ლოიალური მომხმარებლების/პაციენტების მატებას და მყიდველის კაპიტალის შექმნას

კურსი დაეხმარება სამედიცინო დაწესებულებების მენეჯერებს, მარკეტინგით და  PR დაინტერესებულ პირებს, გაანალიზონ სამედიცინო დაწესებულებებისთვის საჭირო ეფექტური მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავების, განხორციელების მნიშვნელობა. დაგეგმონ მარკეტინგული სტრატეგიის მიზნებთან შესაბამისობაში მყოფი ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაცია